ჩემი პროექტის პორტფოლიო - "სიცოცხლეში ერთი ხე უნდა დავრგო"
ეს ტრენინგ -მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში ჩართული, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტული სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას ასევე შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში.
მსვლელობისას ამ მოდულის ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღრო მისი მომზადებისთვის საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, იყო ასევე ნაყოფიერი რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.
Monday, May 9, 2016
Sunday, May 8, 2016
მერვე დღე
ამ მოდულის გამოყენებით პროექტის გეგმაში შევიტანე ცვილებები.
განვიხილე და გავაანალიზე თუ როგორგავუწიო დახმარება მოსწავლეს დამოუკიდებელი მსწავლელის უნარ- ჩვევების განვითარებაში. როგორ დავაკმაყოფილო მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები. შევქმენი მოსწავლეთა სწავლების მხარდამჭერი პროექტში ჩავამატე სხვადასხვა საპროექტო აქტივობები.
.პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებისთვის გამოვიყენეთ ფასილიტაცია. ფასილიტაცია კი საჭიროა იმისთვის რომ გეზი მივცეთ მოსწავლეებს და გავუადვილოთ თავისი საბაზისო ცოდნის გამოყენება
Saturday, May 7, 2016
მეშვიდე დღე
მ
მიმდინარე მოდული დამეხმარა პროექტის პორთფოლიოს რუბრიკის გამოყენებაში.
კოლეგებს შევუფასე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.გავეცანი ერთ- ერთი პროექტის რუბრიკას და მოვახდინე მისი მოდიფიცირება და მოვარგე ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს.
პროექტის გეგმაში შევიტანე ცვლილებები, კერძოდ შეფასების დროის ჩარჩოში ჩავამატე 2 შეფასების ინსტრუმენტი ჩეკლისტი და რუბრიკა.
პროექტის მსვლელობის დროს გეგმის შაბლონში გავწერე პროექტში გამოყენებული შეფასების მეთოდების მიზნები.

Subscribe to:
Posts (Atom)