Monday, May 9, 2016

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო -     "სიცოცხლეში ერთი ხე უნდა დავრგო"


ეს ტრენინგ -მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში ჩართული, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტული სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას ასევე შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში. 
მსვლელობისას  ამ მოდულის ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღრო მისი მომზადებისთვის  საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანი, იყო ასევე ნაყოფიერი რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.

Sunday, May 8, 2016

მერვე დღე


ამ მოდულის გამოყენებით პროექტის გეგმაში შევიტანე ცვილებები. 
 განვიხილე და გავაანალიზე თუ როგორგავუწიო დახმარება მოსწავლეს დამოუკიდებელი მსწავლელის უნარ- ჩვევების განვითარებაში. როგორ დავაკმაყოფილო მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები.  შევქმენი მოსწავლეთა სწავლების მხარდამჭერი პროექტში ჩავამატე სხვადასხვა საპროექტო აქტივობები.
.პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებისთვის გამოვიყენეთ ფასილიტაცია. ფასილიტაცია კი საჭიროა  იმისთვის   რომ  გეზი  მივცეთ  მოსწავლეებს  და  გავუადვილოთ  თავისი  საბაზისო  ცოდნის  გამოყენება

Saturday, May 7, 2016

მეშვიდე დღე


მიმდინარე მოდული დამეხმარა პროექტის პორთფოლიოს რუბრიკის გამოყენებაში.
კოლეგებს შევუფასე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.გავეცანი ერთ- ერთი პროექტის რუბრიკას და მოვახდინე  მისი მოდიფიცირება და მოვარგე ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს.
პროექტის გეგმაში შევიტანე ცვლილებები, კერძოდ შეფასების დროის ჩარჩოში ჩავამატე 2 შეფასების ინსტრუმენტი ჩეკლისტი და რუბრიკა.
პროექტის მსვლელობის დროს გეგმის შაბლონში გავწერე პროექტში გამოყენებული შეფასების მეთოდების მიზნები.

Sunday, April 24, 2016

მე-6 დღე

შევქმენი სავარაუდო ნაშრომი,ჩავდექი მოსწავლის როლში და შევქმენი სლაიდშოუ,გავაკეთე ჩეკლისტი,რაც დაეხმარა მოსწავლეს სწორად შეაფასოს შესრულებული დავალება და მოახდინოს თვითშეფასება

Saturday, April 23, 2016

მე-5 დღე

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრდე  რა გავლენა ჰქონდა ინტერნეტს სწავლის პროცესზე.
ბლოგზე განვათავსე საკუთარი პროექტის პრეზენტაცია.
მოვახდინეთკოლეგის  პრეზენტაციის  გაცნობა.გავეცანი პროექტის მიზნებს და საკვანო კითხვებსდა კოლეგას შევუფასე რუბრიკით. მივეცი განმავითარებელი  კომენტარი. ვისწავლეთ bookmark- ის გამოყენება, რაც დამეხმარა დავიმახსოვრო პროექტისთვის საჭირო საიტები და მარტივად გავხსნა ვებ- გვერდი.
გავეცანი სხვადასხვა საძიებო სისტემებს, რაც მჭირდება, რომ კვლევაში ჩავრთო მოსწავლეები.რა დანიშნულება აქვს ბრჭყალებს. გავეცანი საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმს, რაც უნდა გავაცნო მოსწავლეებს.

Sunday, April 17, 2016

მე-4 დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა
განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენებაში რამდენიმე თვალსაზრისით.
გავეცანი განმავითარებელი  შეფასების სტრატეგიებს.ასევე ამ სტრატეგიებში ჩადებულ შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს.
ეს სტრატეგიები დახმარებას გამიწევს შევძლო შევაფასო:
მოსწავლეთა წინარე ცოდნა, თვიტრეგულირების და თანამშრომლობის ხელშეწყობა, პროგრესის მონიტორინგი, ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა.
გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია.

Saturday, April 16, 2016

მე-3 ე დღე.

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა როგორ გამოვიყენო სტანდარტების მიმართულების საკვანძო სიტყვები რამდენიმე თვალსაზრისით.
1. სტანდარტები მავარგე ჩემ მიერ დაგეგმილ პროექტს.
2. შევიმუშავე პროექტის მიზნები.
3. სტანდარტების გათვალისწინებით დავგეგმე პროექტის აქტივობები.
4. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები დამეხმარა მოსავლეების გამოწვევაში; შეძლონ საკითხის ღრმა წვდომა.