Sunday, April 17, 2016

მე-4 დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა
განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენებაში რამდენიმე თვალსაზრისით.
გავეცანი განმავითარებელი  შეფასების სტრატეგიებს.ასევე ამ სტრატეგიებში ჩადებულ შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს.
ეს სტრატეგიები დახმარებას გამიწევს შევძლო შევაფასო:
მოსწავლეთა წინარე ცოდნა, თვიტრეგულირების და თანამშრომლობის ხელშეწყობა, პროგრესის მონიტორინგი, ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა.
გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია.

1 comment:

  1. ლია, გავეცანი პროექტს,პროექტისთვის შერჩეული გაქვს ისეთი მიზნები და ამოცანები, რომლებიც 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და აზროვნების ზედა დონისთვის დამახასიათებელ უნარ-ჩვევებს აკავშირებს სასწავლო თემატიკასთან.
    ზოგადი შეკითხვა აზროვნების წამახალისებელი შეკითხვა უნდა იყოს, რომელიც სხვადასხვა საგანს ან ერთი საგნის ქვეშ შესწავლილ რამდენიმე თემას აერთიანებს. პროექტის შინაარსობრივი შეკითხვები მოითხოვს ვიწრო და განსაზღვრულ პასუხებს, უმჯობესია ყურადღებას ამახვილებდეს ძირითად ცნებებზე, რათა ხელი შეუწყოს ფაქტობრივი ცოდნის განვითარებას. მათ ვიწრო და განსაზღვრული პასუხები აქვთ. თემატური შეკითხვები მკაფიოდ უკავშირდება პროექტის მიზნებს და ამოცანებს.

    ReplyDelete